თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, დაბა თიანეთში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და სასაფლაოს ტერიტორია დაათვალიერა.
" მნიშვნელოვანია, რომ დაბაში არსებული მრავალბინიანი კორპუსები და მათი მიმდებარე ტერიტორიები იყოს მოწესრიგებული, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების მიხედვით, ჩატარდეს სამუშაოები, მათ შორის, სახურავის რეაბილიტაცია, ფასადის მოწესრიგება, ეზოს კეთილმოწყობა, ცენტრალური გზის მიმდებარედ დეკორატიული ღობის, განათების მოწყობა და სხვა.
ასევე, დავათვალიერეთ დაბა თიანეთის სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც საჭიროებს რიგი სამუშაოების ჩატარებას, როგორიცაა: შეღობვა, განათების ქსელის მოწყობა, შიდა ტერიტორიაზე არსებული გზების მოწესრიგება, დარაჯის ოთახის, სველი წერტილების მოწყობა და სხვა. აუცილებელია მოიჭრას და გადაიბელოს ხეები, რომლებიც აზიანებენ საფლავებს და საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს.
რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს, პირველ ეტაპზე შევისყიდით საპროექტო-სახარჯთაღრცხვო დოკუმენტაციას, ფინანსური რესურსის მოძიების შემდგომ კი - განხორციელდება შესაბამისი სამუშაოების შესყიდვა" - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ-ს - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ - შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
-
ჟებოტისა და ღულელების საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის შეხვედრას დაესწრო