"ჩაფიძის გულის ცენტრი" თიანეთში უფასო სამედიცინო აქციას გამართავს
ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲝᲓ!
28 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ დაბა თიანეთში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.
აქციის ფარგლებში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ ექიმი-კარდიოლოგები. საჭიროების შესაბამისად, ჩატარდება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები:
ელექტროკარდიოგრაფია
ექოკარდიოსკოპია
ლაბორატორიული კვლევა ( გლუკოზა, ქოლესტერინი).
სამედიცინო აქცია გაიმართება შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი - თიანეთის შენობაში, რუსთაველის ქ. N75
-
სკვერთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაბა სიონში
-
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა
-
სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან