საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - იოსებ ბაღათურია, პარლამენტის წევრი - დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფოს რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი - ლევან წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე - სოსო მამულაშვილი ააიპ სპორტულ კლუბ "თიანეთში" იმყოფებოდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული კლუბის აღსაზრდელები და მათი მშობლები.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მხრიდან სპორტული ინვენტარის გადაცემა განხორციელდა შესაბამისი კვლევის ჩატარების შემდგომ, მწვრთნელებისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით, ესენია:
ტატამები, კალათბურთის ფარები, ქართული ჭიდაობის ჩოხები, კიმონოები, ლახტები, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები, სასწორები, მეკარის ხელთათმანები, კრივის ტომრები, კრივის ხელთათმანები, კროსფიტის თოკები, ბაგირები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტი, კალათბურთის ბადეები, კალათბურთის ბურთები, ფეხბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთები, ფეხბურთის ფორმები, სტადიონის მოსანიშნები, სავარჯიშო კიბეები, სასტვენები, სავარჯიშო რეზინები.გარდა თიანეთის მუნიციპალიტეტისა, სპორტული ინვენტარი გადაეცა ასევე ახმეტის, დუშეთის, ხაშურის, ქარელისა და გორის სპორტულ დაწესებულებებსა და კლუბებს.
-
ჩაფიძის გულის ცენტრმა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გამართა
-
"ჩაფიძის გულის ცენტრი" თიანეთში უფასო სამედიცინო აქციას გამართავს
-
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა.