თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, კონტრაქტორი საგზაო-სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეფასდა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი - განიხილეს საქმიანობის პროცესში წამოჭრილი პრობლემატური საკითხები და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად, რის გამოც მკაცრად გაკონტროლდება კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების პროცესი.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თოვის პარალელურად, გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა