„თიანეთობის“ შემდგომ, ტრადიციულად, დაბა თიანეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციას კომპანია „კერხერ - საქართველოს“ გუნდი შეუერთდა.
კომპანიის თანამშრომლებმა სრულად დაასუფთავეს პარკის ტერიტორია. შესაბამისი აპარატურული დანადგარებითა და სარეცხი საშუალებებით მოირეცხა ქვაფენილი, საფეხმავლო ბილიკები, სცენის მიმდებარე ტერიტორია, სკამები, ურნები და საბავშვო გასართობი სივრცეები. დეზინფექცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს, ასევე პარკში არსებულ ავეჯსა და ინვენტარს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია გამოჩენილი გულისხმიერებისათვის მადლობას უხდის „კერხერ - საქართველოს“ ხელმძღვანელობას და აქციაში მონაწილე თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც გამოხატეს კეთილი ნება და ძალ - ღონე არ დაიშურეს ჩვენი პარკის კიდევ უფრო მეტად გალამაზებისთვის.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
-
დაბა თიანეთში მდინარე საჭურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
-
დაბა სიონში დაზიანებული ხეების მოჭრისა და გადაბელვის სამუშაოები ჩატარდა