სოფელ დულუზაურებში ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი აშენდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრიბუნები და გარე განათება.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ახალგაზრდების მხარდაჭერა და წახალისება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ადგილობრივი ახალგაზრდების სურვილი, რომ სოფელში ჰქონოდათ კომბინირებული სპორტული მოედანი, უახლოეს ხანში ასრულდება. გასულ წელს ბავშვებს პირადად შევხვდი და დავპირდი, რომ სოფელ დულუზაურებშიც მოვაწყობდით თანამედროვე სტანდარტების ღია ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანს“- განაცხადა ლევან წიკლაურმა.
სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 127 777 ლარს.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ-ს - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ - შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
-
ჟებოტისა და ღულელების საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის შეხვედრას დაესწრო