დაბა თიანეთში საპარკინგე სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა თიანეთში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საპარკინგე სივრცე და გარე განათება, ასევე აშენდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშო.
სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
-
სოფელ ჭურჭელაურებში მდინარე იორზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება