ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი

 დაბა თიანეთის კულტურის სახლში ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის სამუსიკო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტი გამართა.

 სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს ცნობილი კომპოზიტორების საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოებები წარუდგინეს.

 კონცერტზე ასევე შესრულდა ის ნომრები, რომლებითაც სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა რესპუბლიკურ ფესტივალ - კონკურსებში საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი ბუწანკალური, მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და მშობლები.

ლევან წიკლაურმა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები მიულოცა, მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თიანეთის სამუსიკო სკოლამ, დაარსების დღიდან, რიგით 62-ე საანგარიშო კონცერტი გამართა.

ფოტო