ღულელებისა და წყაროთუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
თიანეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა ღულელებისა და წყაროთუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.
სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
საპროექტო სიგრძეზე მოწყობილია ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის საფარი.
დარჩენილია მცირე სამუშაო, რომლის დასრულების შემდგომ
განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 371 000 ლარს.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თოვის პარალელურად, გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა