დაბა თიანეთის კულტურის სახლში ანსამბლ "ქართული ხმების" შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში - "ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით " გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.
კონცერტზე ლეგენდარულმა ანსამბლმა შემეცნებითი ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია "წუთისოფელი" წარუდგინა მაყურებელს, რომლის
ავტორი და მთხრობელი თემურ ჭკუასელი გახლდათ.
ღონისძიებას ესწრებოდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან.
" მადლობას ვუხდი სტუმრებს, რომლებმაც ასეთი დასამახსოვრებელი საღამო აჩუქეს თიანელებს, მათმა შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც მსგავსი ტიპის პროექტების ხელშეწყობით ანებივრებს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ღონისძიებები კვლავ ჩატარდება, რომელსაც სიამოვნებით ვუმასპინძლებთ" - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თოვის პარალელურად, გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა