საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ,,სივრცითი და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის” საკითხებზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩატარდა, რომელსაც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, გვანცა ჯაფარიძე უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სტრუქტურა, ეტაპები და მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები.
სემინარი დისკუსიის ფონზე წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, საკუთარ მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ექსპერტთან ერთად ემსჯელა.
ტრენინგის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ და მისმა მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ.
ასოციაციის ხელმძღვანელი პირების განმარტებით, ათეა-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგები საჯარო მოხელეთა მოთხოვნის საფუძველზე დაიგეგმა და სრულადაა მორგებული მათი საქმიანობის საჭიროებებზე.
მათივე განცხადებით, უკვე მეოთხე თვეა წარმატებით ფუნქციონირებს ათეა-ს ყოველკვირეული ონლაინ საკონსულტაციო სერვისი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაში მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას გულისხმობს.
ტრენინგში, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, ასევე ჩართული იყო ათეას ვიცე-პრეზიდენტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე.
აღსანიშნავია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის გარდა, მსგავსი ტიპის ტრენინგები ჩატარდა ასევე დუშეთის, მცხეთის, გორის, თეთრიწყაროს, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის.
-
სოფელ ჭურჭელაურებში მდინარე იორზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება