თიანელი სპორტსმენების წარმატება კიკბოქსინგის საქართველოს ჩემპიონატზე
საქართველოს ეროვნული კიკბოქსინგისა და ტაილანდური ბოქსის ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს 31-ე ჩემპიონატი კიკბოქსინგში.
ჩემპიონატში მონაწილეობდა 290-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
აღსანიშნავია, რომ თიანელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს - ორი საჩემპიონო და ორი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ჩემპიონები გახდნენ: გიორგი მოსახლიშვილი (42 კგ) და სოსო ზაქაიძე (38.5 კგ);
მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ნუგზარ მაჩურიშვილმა (60 კგ) და გიორგი ბიკაშვილმა (30კგ).
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებულ სპორტსმენებს, მათ მშობლებსა და მწრვთნელებს - მიშო გორთამაშვილს, ვაჟა ხალათიძესა და დავით ხარანაულს ულოცავს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!
-
სკვერთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაბა სიონში
-
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა
-
სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან