დაბა სიონში "პანტიანის ბოგირის" რეაბილიტაცია მიმდინარეობს

???? დაბა სიონში პანტიანის უბანთან დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირის მშენებლობა მიმდინარეობს.

"აღნიშნული ხიდ-ბოგირი წლების განმავლობაში ერთ-ერთი პრობლემური ადგილი იყო სიონში, რადგან მდებარეობს ხევზე, რომელიც ხასიათდება ღვარცოფულობით.წვიმის დროს არსებული ხიდ-ბოგირი ვერ ატარებდა მოვარდნილ ღვარცოფს, რაც იწვევდა მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას და საფრთხეს ქმნიდა მოსახლეობისთვის, მათ შორის, გადაადგილების თვალსაზრისით,"- განაცხადა ლევან წიკლაურმა.

➡️ სამუშაოები ხორციელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან და სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 134 900 ლარს.