თიანეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის გორანა-დავათი-ბულაჩაურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები მოინახულა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა. პროექტის მიხედვით დაგეგმილია 4 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის მოასფალტება, რის ფარგლებშიც მოეწყობა სანიაღვრე არხები. ასევე მოეწყობა სანიაღვრე ლითონის მილ-ხიდები.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრატსრუტურული პროექტი , განსაკუთრებით ერწოს ადმინისტრაციულებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. გზის მოასფალტების შემდეგ სიმონიანთხევის და ხევსურთსოფლის ათამდე სოფლის მაცხოვრებლები უკვე შეძლებენ აღნიშნულ გზაზე მოკლე დროში, კომფორტულად გადაადგილებას. ეს ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო და მოხარული ვარ, რომ ერთობლივად ყველამ შევძელით ამ პროექტის დაწყება. ამინდი ხელს გვიწყობს და სამუშაოები უახლოეს კვირებში დასრულდება“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის გორანა-დავათი-ბულაჩაურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
-
დაბა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
-
შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მათი სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით