დაბა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, სოციალურად დაუცველ 200-მდე მოქალაქესა და ა.(ა).ი.პ. თიანეთის მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო „მადლის“ ბენეფიციარებს მედიკამენტები, საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.
საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი.
ცნობისათვის, აღნიშნული აქციის ორგანიზების პროცესში, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ასევე მონაწილეობდა ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“, „ავერსის საქველმოქმედო ფონდი“ და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორებს, ექიმებს და ყველა მონაწილე პირს უხდის დიდ მადლობას.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის გორანა-დავათი-ბულაჩაურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
-
დაბა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
-
შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მათი სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით