შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მათი სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით

✅ თიანეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მათი სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით, გენდერული თანასწორობის ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ჯგუფის“, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

???? შეხვედრაზე განიხილეს დაბა თიანეთსა და სოფელ ჟებოტაში მცხოვრები მოქალაქეების მიერ დასახელებული საჭიროებები. გამოკითხვა ჩაატარეს თიანეთში გენდერული ორგანიზაციის ადგილობრივმა თანამშრომლებმა - ქალთა თვითდახმარების ჯგუფებმა. გამოკითხულთა მიერ კი ძირითად საჭიროებებად დასახელდა ნარჩენების მართვის, სასმელი წყლის სისტემების კეთილმოწყობისა და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

♻️ აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტს უკვე დაემატა 2 ახალი ნაგავმზიდი, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია კიდევ ერთი ნაგავმზიდის დამატება.

რაც შეეხება სოფელ ჟებოტაში წყლის სისტემის საკითხს, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილია წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა, ამ ეტაპზე სატენდერო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ ჟებოტის წყლით მომარაგებას.

ცნობისათვის, აღნიშნული გამოკითხვა ზაფხულის ბოლოს ჩატარდა, გამოკითხულთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ, მათი ასაკი კი 18-დან 75 წლამდე იყო.