თიანეთის მუნიციპალიტეტი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ოქტომბრის თვის კამპანიას შეუერთდა

 თიანეთის მუნიციპალიტეტი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ოქტომბრის თვის კამპანიას შეუერთდა.

 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მაცაცო ნარიმანიძის ერთობლივი ორგანიზებით, ქალებში ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, თიანეთში ადგილობრივი ქალებისთვის შეხვედრა გაიმართა. კამპანიას, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ქალები და საჯარო სკოლების უფროსკლასელი გოგონები.

შეხვედრისას მაცაცო ნარიმანიძემ მათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სკრინინგ ცენტრებით სარგებლობისკენ მოუწოდა.

ცნობისათვის, აღნიშნული ტიპის შეხვედრები მთელი რეგიონის მაშტაბით ჩატარდება და უზრუნველყოფილ იქნება უფასო სკრინინგის პროგრამის მომსახურება.