დავით ნოზაძე არტნის ა/ე-ში სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორისაა თიანეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ამ ეტაპზე ერთდროულად 5 ადმინისტრაციულ ერთეულში კეთდება ნაპირსამაგრი გაბიონების კედლები, გადასასვლელი რკინა-ბეტონის ფილები, საფეხმავლო ხიდები, ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები. სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 700 000 ლარამდე შეადგენს.
არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად გაეცნო.
„მთავრობის განკარგულებით, ინტენსიურად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის როგორც აღდგენა-მოწყობა, აგრეთვე, მშენებლობა, რათა მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხო გადაადგილება. რა თქმა უნდა, ყველა იმ ადგილას, სადაც ამისი საჭიროება არსებობს, სამუშაოები აუცილებლად განხორციელდება“, - აღნიშნა დავით ნოზაძემ.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის გორანა-დავათი-ბულაჩაურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
-
დაბა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
-
შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მათი სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით