მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საუბრის მთავარი თემა საქართველოში IOM-ის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას - სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობას ეხებოდა. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა განიხილეს 2019-2022 წლებში ორგანიზაციის მიერ სხვა რეგიონებში განხორციელებული პილოტური პროექტები და აქტივობები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის შექმნის, ბიზნეს-იდეების, ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების საკითხებზე. როგორც ორგანიზაციის პროექტის მენეჯერ-კოორდინატორმა ნათია კვიციანმა და ასისტენტმა ქეთევან ბერიძემ აღნიშნეს, 2024 წლიდან მსგავსი აქტივობების განხორციელება მცხეთა-მთიანეთის მხარეშიც იგეგმება.
თავის მხრივ, საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრეს რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა. მათი თქმით, საპროექტო ინიციატივების განსახორციელებლად შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და ორგანიზაციას შორის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. შესაბამისად, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, მხარეებმა, შეხვედრის დასასრულს, აქტიური კომუნიკაციისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
-
სკვერთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაბა სიონში
-
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა
-
სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან