მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ ორხევში

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა სოფელ ორხევში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ფარგლებში სოფელ ორხევში ჩატარდება შიდა გზის ცემენტო -ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები და 3 ქუჩაზე გაკეთდება 1 კილომეტრი და 200 მეტრი სიგრძის გზა. სამუშაოებს აწარმოებს სამშენებლო კომპანია „ ხიდმშენი 99“. სამუშაოები 8 ნოემბერს დაიწყო და 2023 წლის თებერვალში დასრულდება.

შეხვედრისას ლევან წიკლაური ადგილობრივებისგან გაეცნო იმ გამოწვევებს რომელიც გზის მშენებლობის დროს წარმოიქმნა. მთავარ პრობლემად დასახელდა სასმელი წლის მილების და სარწყავი წყლის დინების მიმართულების შეცვლის აუცილებლობა, მათი სწორად განაწილება ნაკადში და სიღრმეების განსაზღვრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ ეტაპზე ვახორციელებთ სოფელ ორხევის და ხოფცა -ზარიძეების გზების მშენებლობას. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივებს რომ იცხოვრონ კომფორტულ გარემო-პირობებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ სოფელი ორხევი არის დაბა სიონთან ახლომდებარე სოფელი და თავისი ულამაზესი ბუნებით და სტუმართმოყვარე ხალხით, ნამდვილად შესაძლებელია , რომ საოჯახო ტურიზმის განვითარებით არანაკლები სარგებელი მიიღოს დაბა სიონიდან „- განაცხადა ლევან წიკლაურმა