განცხადება მდინარე იორის კალაპოტის გაწმენდის შესახებ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე იორის (გეო საინფორმაციო პაკეტის შესაბამისად) კალაპოტში, ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან 604095 მ3 ინერტული მასალის ამოღების მიზნით, საჯარო ინტერესთა გამოხატვის თაობაზე გამოცხადდა საჯარო განცხადება.

 განცხადების მიღების საბოლოო ვადად განისაზღვროს: 2022 წლის 05 დეკემბერი. განცხადების მიღება იწარმოებს სამუშაო დღის განმავლობაში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მის: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ# 68,მერიის კანცელარია.

 დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

ბ) ხელმძღვანელი პირის პირადობის მოწმობა.

გ) საკონტაქტო მონაცემები.

დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შესაბამისი სპეც-ტექნიკის ფლობის შესახებ. ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, ქირავნობის შემთხვევაში. ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა აიღონ ვალდებულება წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან/და ობიექტის მოშორებით დაიცვან , ფიქსირებული სხვადასხვა ობიექტის უსაფრთხოება.

 დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, უცხო ენაზე წარმოდგენის შემთვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული ნათარგმნი.

განცხადების განხილვა განხორციელდება საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მის : დაბა თიანეთი რუსთაველის ქ #68, რის შესახებაც პრეტენდენტების ინფორმირება განხორციელდება მათ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის ან /და წერილობითი ფორმით.

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა წარმოადგინონ დალუქული სახით.

 საკონტაქტო ნომერი: 557265674 თამარ ზატუაშვილი

იხილეთ დანართები: გეოსაინფორმაციო პაკეტი, ტოპოგრაფიული რუკა

მდინარე იორი