პოეტ ზაურ წოწკოლაურის წიგნის პრეზენტაცია

თიანეთის მუნიციპალიტეტში, მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, პოეტ ზაურ წოწკოლაურის წიგნის "სულ შენთანა ვარ, იორო..." პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, ადგილობრივ მელექსეებთან და პოეტებთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის თანამშრომლები.

პრეზენტაციის ფარგლებში, საუბარი შეეხო ზაურ წოწკოლაურის შემოქმედებასა და მის ბიოგრაფიას. თავად პოეტმა კი დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსები წაუკითხა.

ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზაურ წოწკოლაურს საინტერესო პრეზენტაციისათვის და შემოქმედებითი აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.