სანიაღვრე არხების მოწყობა დაბა თიანეთში

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებთან და მერიის შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაბა თიანეთის 9 ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხების მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო რამდენიმე თვეში შეწყდა. ამ ეტაპზე უკვე მოძიებულია ახალი სამშენებლო კომპანია და თითოეულ ქუჩაზე უკვე დაწყებულია სანიაღვრე არხების თავიდან მშენებლობა. ეს ქუჩებია :

ხაშურის ქუჩა,

გრემის ქუჩა ,

ხაშურის შესახვევი,

ჟალეთის ქუჩა,

გორის ქუჩა,

სააკაძის ქუჩა,

მცხეთის ქუჩა,

ყაზბეგის ქუჩა,

ნამორაძისა და ბეწუკელის ქუჩების დაერთება.

სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის თებერვალი.

„მინდა ბოდიში მოვუხადო დაბა თიანეთის მაცხოვრებლებს მრავალთვიანი დისკომფორტისათვის.აღნიშნული კომპანია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც მათთან კონტრაქტი შევწყვიტეთ. გარდა ამისა ქუჩებზე შექმნილი იყო ავარიული მდგომარეობა. ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ახალი კომპანის საქმიანობაში და ყოველდღიურად ზედამხედველობას გავუწევთ, რომ სამუშაოები შესრულებულდეს დროულად და ხარისხიანად „ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.