ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ზედამხედველებთან ერთად მიმდინარე პროექტები მოინახულა.

ამ ეტაპზე დაბა თიანეთში 9 ქუჩაზე დაიწყო სანიაღვრე არხების მოწყობა და მშენებლობა. ეს ქუჩებია : ხაშურის ქუჩა, გრემის ქუჩა ,ხაშურის შესახვევი, ჟალეთის ქუჩა, გორის ქუჩა,სააკაძის ქუჩა,მცხეთის ქუჩა,ყაზბეგის ქუჩა,ნამორაძისა და ბეწუკელის ქუჩების დაერთება.

ზემო საერთო ბინასთან მოასფალტდება საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია და სამომავლოდ მოეწყობა სკვერი.

მიმდინარეობს 112-ის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და ღობის მშენებლობა.

გრძელდება სამგზავრო მოსაცდელების აღდგენა და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიმდინარეობს ცენტრალურ ქუჩებზე არსებული სანიაღვრე არხების გაწმენდა.

ასევე, ასწლოვანი ზეხმელი ხეების აღწერა და მათი გადაბელვის სამუშაოების დაგეგმვა.

 „ მუნიციპალიტეტში გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ ცხრა ქუჩის სანიააღვრეების მშენებლობა, რასაც მოსახლეობა თვეების განმავლობაში ელოდა. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ ერთ- ერთმა კომპანიამ მასზე დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა, რის გამოც გაუქმდა ხელშეკრულება. შემდგომ თავიდან მოგვიწია ამ პროცედურების გავლა და ისეთი კომპანიის შერჩევა, რომელიც კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოს. ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის და ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი პროექტი განვახორციელოთ“- განაცხადა ლევან წიკლაურმა.