შიდა ქუჩების მოასფალტების სამუშაოები დაბა თიანეთში

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა დაბაში მიმდინარე შიდა ქუჩების მოასფალტების სამუშაოები მოინახულა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა კვეტერის ქუჩაზე, რომელიც არის რუსთაველის ქუჩის კვეთა.

პირველ ეტაპად მოხდა სანიაღვრე არხების მშენებლობა ,

მეორე ეტაპად დაეგო როგორც ქვედა, ასევე ზედა ფენის ასფალტი.

სამუშაოები აწარმოა საგზაო - სამშენებლო კომპანია „ენერჯი გრუპმა“.

„კმაყოფილი ვარ შესრულებული ხარისხით, მაქსიმალურად ჩართული ვარ თითოეული ქუჩის თუ გზის მშენებლობის პროცესში და ზედამხედველობას ვუწევ თითოეული კომპანიის საქმიანობას“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.