სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ზედამხედველებთან ერთად მიმდინარე პროექტები მოინახულა.

ამ ეტაპზე დაბა თიანეთში ორმოცბინიანი საერთო ბინის მიმდებარედ იცვლება ძველი საკანალიზაციო მილები, რის შემდეგაც მოასფალტდება საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია.

ასევე, დაბა თიანეთის ცენტრში მიმდინარეობს სკვერის შემოღობვა და კეთილმოწყობა.

გრძელდება სამგზავრო მოსაცდელების აღდგენისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

ამასთან, ცენტრალურ შესასვლელში, სადაც დაგეგმილია კედლების მოხატვა და თიანეთის ახალი წარწერის გაკეთება, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

„ მუნიციპალიტეტში გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები. ვცდილობთ, ვიდრე ამინდები ხელს გვიწყობს, მაქსიმალურად ბევრი პროექტი განვახორციელოთ და ეს ყველაფერი შესრულდეს დროულად და ხარისხიანად," - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

PDF ფაილი 1

04 ივლისი 2018