სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები

 თიანეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები.

ამ ეტაპზე არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კვერნაულაში მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სკვერის მშენებლობა, ხოლო
ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩაბანოში და
ტუშურების ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ალაჭანში მოიხრეშა შიდა საუბნო გზები.

 გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად გრძელდება დასუფთავების აქციებიც.

 მათ შორის ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დორეულებში სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით დასუფთავდა მდინარე იორის და ტყის მიმდებარე ტერიტორიები

PDF ფაილი 1

04 ივლისი 2018