ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ზედამხედველებთან ერთად მიმდინარე პროექტები მოინახულა.

ლევან წიკლაურმა ადგილზე მოინახულა დაბა თიანეთში რუსთაველის ორ ჩასახვევში მიმდინარე სამუშაოები, სადაც დაეგო ქვედა ფენის ასფალტის საფარი და მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.

„ყოველდღიურად აქტიურად ვართ ჩართულები მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობისა და ზედამხედველობის პროცესში. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად გათვალისწინებული იყო 11 ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, რომელიც თითქმის დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ საგზაო ნიშნების განთავსება და გზების ჰორიზონტალური მონიშვნა. რამდენიმე დღეში თერთმეტივე ქუჩის მოასფალტების სამუშაო სრულყოფილად იქნება დასრულებული.

ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ კეთილმოეწყოს მაქსიმალურად ბევრი შიდა გზა და სამუშაოები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად,“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.