თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა დაბა თიანეთში კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა დაბა თიანეთში კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე იღებება დენის ბოძები და საგზაო ნიშნები, იცვლება დაბის ცენტრალური შემოსასვლელის ფასადი, იღებება ასევე რკინა-ბეტონის პარაპეტები, იცვლება და ახლდება გარე განათების ნათურები, იჭრება გამხმარი ხეები და არსებული ხეები იღებება კირით.

„მუნიციპალიტეტის და დაბის იერსახეზე ზრუნვა აუცილებელი ვალდებულებაა თითოეული ჩვენგანისთვის. სამწუხაროდ რაიონში ბევრია ისეთი სივრცე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ხელშეუხებელი და საჭიროებს განახლებას და რეაბილიტაციას. ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა. აღნიშნულ სამუშაოებში ყოველდღიურად ჩართულები არიან მერიის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები” - განაცხადა ლევან წიკლაურმა.