თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა სოფელ ნადოკრაში წყალმომარაგების უზრუნველყოფისათვის ჭაბურღილის და სამარგო რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები მოინახულა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა სოფელ ნადოკრაში წყალმომარაგების უზრუნველყოფისათვის ჭაბურღილის და სამარგო რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.

 სოფელ ნადოკრაში, სადაც 115 მოსახლე ცხოვრობს, მიმდინარეობს ახალი ჭაბურღილის და სოფლის უმაღლეს წერტილზე 150 მ3 მოცულობის რკინა-ბეტონის რეზერვუარის მოწყობა. პროექტის ფარგლეში იგეგმება :

ახალი სანიტარულად დაცული ერთი ჭაბურღილის მოწყობა;

რკინაბეტონის 50 მ3-იანი რეზერვუარის მოწყობა სოფლის უმაღლეს ტერიტორიაზე;

წყალსადენი გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;

საპროექტო არიალის ტერიტორიაზე ძირითად კვანძებში და გზაჯვარედინებზე წყლის გამანაწილებელი ჭების მოწყობა;

მუშა პროექტის შესადგენად ჩატარდა საველე შემდეგი სამუშაოები: ინვენტარიზაცია და ტოპოგეოდეზიური გადაღება.შეიქმნა ტოპოგრაფიული რუქა ასევე ტრასის გაყოლებაზე გეოლოგიური კვლევა და ჭაბურღილის განთავსების ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური კვლევა.

„დღეს მოვინახულეთ სოფელ ნადოკრის ჭაბურღილის მიმდინარე სამუშაოები. სამშენებლო კონტრაქტორი ორგანიზაცია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიასთან და მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტის საფუძველზე .

პროექტით პირველი ეტაპისთვის მოხდება სოფელი ნადოკრის მთლიანი სოფლის წყალმომარაგების უზრუნველყოფისათვის ჭაბურღილის და სამარაგო რეზერვუარის მოწყობა. სამუშაოების დასრულება იგეგმება 2022 წლის სექტემბრის თვეში“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.