თიანეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად გრძელდება სასმელი წყლის ძველი და დაზიანებული მილების გამოცვლა და აღდგენა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად გრძელდება სასმელი წყლის ძველი და დაზიანებული მილების გამოცვლა და აღდგენა.

ამ ეტაპზე ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობას, გაიწმინდა სათავე ნაგებობის დრენაჟი და შეიცვალა შემკრები ავზიდან გამომსვლელი 160 მლ დიამეტრის მთავარი მილი. აღნიშნული სამუშაოების შესრულება სოფლის მაცხოვრებლებს გადაუჭრის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან, სამუშაოები კვლავ გრძელდება და საჭიროებს ახალ დაერთებებს გარკვეულ უბნებზე.

სამუშაოების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, ა.ა.ი.პ „თიანეთის წყალი“, ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი და დეპუტატი.

 ადგილობრივი მაცხოვრებლები პრობლემებისა და კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს სოსო მათურელს.