თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ზედამხედველებთან ერთად მიმდინარე პროექტები მოინახულა.

შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დაბა თიანეთის შიდა ქუჩების ქვედა და ზედა ფენების მოასფალტების სამუშაოები, ასევე ორმოული და ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მოინახულა დაბა თიანეთში ცხრაკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც დაეგო როგორც ქვედა , ასევე ზედა ფენის ასფალტის საფარი და საბოლოო ჯამში კეთილმოეწყო ნახევარ კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა.

გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება სოფელ ნადოკრის სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოებიც. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქსელის მშენებლობა ადგილობრივ 120 მოსახლეს გამართული სასმელი წყლის სისტემით მოამარაგებს.

„დღეს მოვინახულეთ ცხრაკარის ქუჩაზე მიმდინარე გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოს ხარისხით. ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ყოველდღიურად აქტიურად ვართ ჩართულები მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობისა და ზედამხედველობის პროცესში. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ კეთილმოეწყოს მაქსიმალურად ბევრი შიდა გზა და სამუშაოები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად,“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.