დაბა თიანეთში, სამების ტაძართან მისასვლელ ქუჩაზე გზის მოასფალტებისა და საპარკინგე სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დაბა თიანეთში, სამების ტაძართან მისასვლელ ქუჩაზე გზის მოასფალტებისა და საპარკინგე სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა,

სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ყველა შიდა ქუჩის მოასფალტება და კეთილმოწყობა. ეტაპობრივად ამას განვახორციელებთ და თიანეთის მაცხოვრებლებს შევუქმნით გადასაადგილებლად მოსახერხებელ და კომფორტულ გარემოს. პირადად ჩართული ვარ თითოეული გზის მშენებლობის საკითხში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შიდა ქუჩების მოწყობის სამუშაოები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად,“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დაბა თიანეთის შიდა ქუჩების ქვედა და ზედა ფენების მოასფალტების სამუშაოები, ასევე ორმოული და ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები.