სახელმწიფო რწმუნებული სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

მოსულმა უხვმა ნალექმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერწოს მასშტაბით, სხვადასხვა სოფლის ცენტრალურ და შიდა გზებზე პრობლემები შექმნა. ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარეები და ხევები.
მომხდარი სტიქიის გამო, ადგილზე ოპერატიულად განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები.

სიონისა და ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის ადგილები და დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოძაზემ, მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ჩიფჩიურმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება ყველა იმ ადგილას, სადაც ამისი საჭიროება იქნება