საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო 2022 წლის მარტის თვეში მომხდარი სტიქიის - დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.
კერძოდ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ ათობით მოქალაქეს გადაეცემა იმ რაოდენობის საშენი მასალა, რომელიც მათი საცხოვრებელი სახლების სახურავების ზარალის აღრიცხვის შედეგად განისაზღვრა.
„გულდასაწყვეტია, რომ ვერ გადავურჩით იმ მასშტაბურ სტიქიას, რის შედეგადაც, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დაზარალდა. უამინდობის გამო შექმნილი პრობლემა მათ, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მოუგვარდებათ. უახლოეს დღეებში თითოეულ დაზარალებულს გადაეცემა მისთვის განკუთვნილი საშენი მასალა.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული და ყველაზე მეტად ჩვენს ადგილობრივ მაცხოვრებლებს იმ უდიდესი მოთმინებისთვის, რაც ამ პერიოდში გამოიჩინეს“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა
-
დაბა თიანეთში, სამების ტაძართან მისასვლელ ქუჩაზე გზის მოასფალტებისა და საპარკინგე სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
-
სტიქია დაბა თიანეთში