სამუშაო შეხვედრა სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან

 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ლევან წიკლაურმა კომპანიის ხელმძღვანელებისგან პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ამასთან, მხარეებმა ერთად იმსჯელეს არსებული პრობლემური საკითხების მოგვარების გზებზე.

 აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამშენებლო სამუშაოები 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. მათ შორის:

 დაბა თიანეთის შიდა გზების (არტნის I შესახვევის, ბეწუკელის ქუჩის გაგრძელების, ცხრაკარის, ხილიანის, რუხაძის ქუჩების და აღმაშენებლის ქუჩების დაერთება, სამების ტაძრამდე მისასვლელი გზა) რეაბილიტაცია.

 სოფ.ალოტის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და ქსელის მოწყობა.

 დაბა თიანეთში კორსავისა და ცხრაკარის ქუჩების (დასაწყისი) რეაბილიტაცია.

 სოფ. ნადოკრის წყალმომარაგების ქსელისა და არტეზიული ჭის მოწყობა.

 სოფ.ზარიძეებისა და დაბა სიონის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებ.

 დაბა თიანეთის შიდა გზების ორმოული შეკეთება;

 ასევე, მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დაბა თიანეთში 300 არაგველის მე-4 შესახვევისა და ბორბალოს ქუჩების რეაბილიტაციაზე.

უახლოეს პერიოდში დაიწყება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება:

 დაბა თიანეთში, 9 აპრილის ქუჩაზე #39 -ში ეზოს რეაბილიტაცია;

 დაბა თიანეთში, კვეტერის ქუჩის დასაწყისის და რუსთაველის მე-3 შესახვევის რეაბილიტაცია და სხვა.

„გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენ მასშტაბურად ვიწყებთ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, იმისთვის, რომ თიანეთში მცხოვრებ და სტუმრად ჩამოსულ მოქალაქეებს შევუქმნათ მაქსიმალურად კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო- პირობები. მაქსიმალურად ჩართული ვარ თითოეული პროექტის განხორციელების პროცესში და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ სამუშაოები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად,“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა