თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და მერიის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და მერიის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ლევან წიკლაურმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხები და საჭიროებები განიხილა.

საუბრის მთავარი თემა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასმელი წყლის სისტემის დაზიანებული მილების აღდგენა-შეკეთება,

მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში დამატებითი კადრების მოძიება და დასაქმება,

მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამწვანებისა და დასუფთავების აქციები, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაერთონ როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულები, ასევე ადგილობრივები.

ამასთან, ისაუბრეს ნარჩენების მართვის კუთხით დამატებითი ნაგავმზიდისა და ნარჩენების ურნების აუცილებლობის, დაბაში ნაგვის ურნებისთვის გასაჩერებლად გზებზე სპეციალურად შეტეხილი ადგილების მოწყობის,

ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებს შორის დამაკავშირებელ გზებზე სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დამატების შესახებ.

ასევე, იმსჯელეს რამდენიმე მაღალმთიანი სოფლის დასახელების, მიმართულებებისა და სხვა საგზაო ნიშნების მოწყობის თაობაზე. განიხილეს დაბისა და სოფლების რამდენიმე ქუჩაზე გარე განათების სისტემის გამართვის საკითხიც.