21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფ. ზარიძეებში მცხოვრებ ქეთი ბერბერაშვილსა და დ. თიანეთში მცხოვრებ ნინო უშიკიშვილს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა თანამშრომლებთან ერთად უმასპინძლა. თამაზ მეჭიაურმა გოგონებს საჩუქრები გადასცა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა ოჯახებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი საჩუქარი - 200 - 200 ლარი ჩაერიცხა.

ფოტო