რეგიონული შეხვედრა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, დაბა თიანეთში ჩატარდა რეგიონული შეხვედრა მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ფერმერებთან და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში -სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და თიანეთის, მცხეთის, დუშეთის, ახალგორისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების პირველი პირები. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საკითხები, რეგიონის მასშტაბით არსებული პრობლემები და მიმდინარე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები, მათ შორის, „კენკროვანი კულტურების გაშენების“ პროგრამა, გადასარეკი ტრასების რეგისტრაციის, მოძრავი - მობილური სასაკლაოების მოწყობის, მელიორაციის, პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და დაცული ტერიტორიების გაფართოების საკითხები. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა. თამაზ მეჭიაურმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა რეგიონში აქტუალური საკითხებით დაინტერესებასა და საქმეში გვერდში დგომისათვის, ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე, კერძოდ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსებით - ინერტული მასალებითა და ხე-ტყით სარგებლობის გამარტივებაზე; დეცენტრალიზაციის უფრო დაჩქარებული ტემპით განხორციელებასა და საძოვრების მუნიციპალიტეტის სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე. შეხვედრაზე თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ კოოპერატივ „ყვარის მთას“ 90 % -იანი თანადაფინანსებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა.

ფოტო