ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია

დღეს შპს საქართველოს მელიორაციის დირექტორის მრჩეველმა - ვაჟა კირტავამ, საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამსახურის უფროსმა - გაბრიელ მაზმიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მელიორაციის უფროსმა - გია აბუაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა მდინარე აძეძის კალაპოტი დაათვალიერეს და ერწოს დამშრობი სისტემის ეფექტიანობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს ის დამატებითი სამუშაოები, რომელიც მომავალში განხორციელდება აღნიშნული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით; საუბარი შეეხო ასევე, მდ. აძეძის მორჩენილი შენაკადებისა და სიონის წყალსაცავის გაწმენდასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.